ნიკოლოზ სამხარაძე - ჯერ 2022 წელს გადაიტანეს არჩევნები, მერე 2023 წელს გადაიტანენ და საბოლოო ჯამში შევჯერდებით, რომ 2024-ის ოქტომბერში ყველა ერთად ჩავატარებთ არჩევნებს

ჯერ 2022 წელს გადაიტანეს არჩევნები, მერე 2023 წელს გადაიტანენ და საბოლოო ჯამში შევჯერდებით ყველა ერთად, რომ 2024 - ის ოქტომბერში ჩავატარებთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, სამხარაძის თქმით, მასშტაბური აქციების მოლოდინი მას არ აქვს.

"მასშტაბური აქციების მოლოდინი არ მაქვს, რადგან ჩვენი საზოგადოება არის ბრძენი და კარგად ხედავს რა ხდება ქვეყანაში, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ 2022 წელს გადაიტანეს არჩევნები, მერე 2023 წელს გადაიტანენ და საბოლოო ჯამში შევჯერდებით, რომ 2024 - ის ოქტომბერში ჩავატარებთ არჩევნებს ყველა ერთად,"- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, მამუკა ხაზარააზის განცხადებით, ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე და უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება. მისივე თქმით, ყველაზე რეალისტური გამოსავალია ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე - ახალი საარჩევნო სისტემით და ცესკო-ს ახალი შემადგენლობით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა