„ჯივიპი“ ბაგებში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვაკის რაიონში, ბაგებში, ჭავჭავაძის N78-ის მიმდებარედ აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოები 5 თებერვლის საღამოს 22:00 საათიდან 7 თებერვლის დილის 10:00 საათამდე გაგრძელდება.

„წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით, „ჯივიპი“ წყალსადენის ქსელზე არსებულ ძველ ურდულებს შეცვლის თანამედროვე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულებით და ქსელზე საკვანძო ჭებს მოაწყობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია გზაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს. გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით ნაწლობრივ შეფერხდება საგზაო მოძრაობა 5 თებერვლის საღამოს 22:00 საათიდან 7 თებერვლის დილის 10:00 საათამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით 6 თებერვლის დილის 11:00 საათიდან 7 თებერვლის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, თამარაშვილის ქუჩის ნაწილს, წყნეთის გზატკეცილს და შესახვევებს, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის, დოლიძის, ამაღლების და მიმდებარე ქუჩებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა