გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიასა და სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს

ეროვნული სატყეო პროგრამის მე-4 სამუშაო ჯგუფ ,,ინსტიტუციური რეფორმის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მონაწილეებმა ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია და 2021-2026 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო განვითარების მიმართულებებზე.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„2020 წელს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც ტყის მდგრადი მართვის პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავდა და რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ტყის მართვის ამჟამად არსებულ პრაქტიკას. კოდექსის აღსრულებისთვის აუცილებელია ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმირება და მართვის ახალი მოდელის შექმნა, რაც გულისხმობს სატყეო სააგენტოს ტყის მართვის მრავალმიზნობრივ უწყებად ეტაპობრივ გარდაქმნას. სააგენტო უფლებამოსილი გახდება, მართოს ტყე და ტყითსარგებლობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტირება ტყის აღდგენაში, ხანძრების პრევენციაში, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტყის მართვის სხვა საქმიანობებში განახორციელოს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს, სააგენტომ გაითვალისწინა ყველა ის ფაქტორი, რამაც უნდა განაპირობოს ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელება.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით (2021-2026) განისაზღვრა ის ძირითადი აქტივობები, რომლებიც განხორციელდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეიქმნება მართვის ახალი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ტყითსარგებლობას“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სატყეო სექტორის განვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეროვნული სატყეო პროგრამა (NFP) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის CENN და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით ხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს