გია ხუხაშვილი - ხელისუფლება დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვა, რომ ალეკო ელისაშვილი დანიშნონ ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ალეკო ელისაშვილს ფასადური მრავალპარტიულობის ყველა ატრიბუტი აკიდოს, მათ შორის საგამოძიებო კომისია.

როგორც ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ხელისუფლება „აბსოლუტურ აბსურდშია შესული“ და ეს ყველაფერი „უხარისხო ფარსია“.

კითხვაზე, რატომ ამბობს ალეკო ელისაშვილი არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობაზე უარს, ხუხაშვილის აზრით, ელისაშვილი ხვდება, რომ უმცირესობაში დარჩება .

“ხელისუფლება ცდილობს მთლიანად მოახდინოს ექსპლუატირება ალეკო ელისაშვილის ფატქორის, მას აკიდოს ფასადური მრავალპარტიულობის ყველა ატრიბუტი, მათ შორის კომისიაც. საქმე ისაა, რომ ჩვენი კანონმდებლობით კომისიის მინიმუმ 50% ოპოზიცია უნდა იყოს. ერთი ელისაშვილი ჰყავს ხელისუფლებას და ამ კომისიის მეშვეობით უნდათ, ალიბი შეიქმნან, რომ არჩევნებზე ყველაფერი კარგად იყოს. ამაში უნდათ ელისაშვილის გამოყენება. ვფიქრობ, მალე ისინი დაახლოებით ასეთი ინიციატივით გამოვლენ, რომ დანიშნონ ალეკო ელისაშვილი ჯორდანო ბრუნოდ და შემდეგ კოცონზე დაწვან. აბსოლუტურ აბსურდში არიან შესულები. შეუძლებელია, მთელი ინსტიტუციური წარმონაქმნი, რასაც ოპოზიცია ქვია და ყველა ეს ფუნქცია სახელმწიფო მმართველობით სისტემაში ერთ ადამიანს აკიდო. ეს უხარისხო ფარსია და მეტი არაფერი. ალეკო ელისაშვილს ესმის,რომ ყველა ვარიანტში უმცირესობაში დარჩება და მას შეეხოცება ხელი, ალბათ ამას ხვდება. ისედაც სერიოზული პოლიტიკური ზარალი მიიღო და კიდევ ახალი ტვირთის აღება არ უნდა“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ “მოქალაქეების” ლიდერს ალეკო ელისაშვილს შეუძლია, საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყოს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით კი, საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “პატრიოტთა ალიანსი”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მიიღებს მის მუშაობაში მონაწილეობას.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი