გივი მიქანაძე - ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან

ჩვენ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან - ჩვენი განცხადება, რომ 20-მდე დეპუტატს აქვს პარლამენტში შესვლის სურვილი, მაგრამ ბულინგის წნეხს ვერ სცილდება, ზუსტად ამ კომუნიკაციის და კონსულტაციების შედეგიც არის, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან კონსულტაციები გრძელდება ერთადერთი მიზნის გამო, რომ მოხდეს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის პატივისცემა.

"იმ მოქალაქეების მიმართ ვართ პასუხისმგებლიანი, რომელთაც „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირეს მხარი, მაგრამ ჩვენ გვინდა, საქართველოს საზოგადოების მიერ გამოხატული თავისუფალი ნება საბოლოო ჯამში ასახული იყოს პარლამენტში. თუ ვხედავთ, რომ ჯანსაღად მოაზროვნე რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ჩვენთან კომუნიკაცია და გარკვეული საკითხების განხილვა სურს, ჩვენ ყოველთვის გვაქვს ამისი მზაობა და ეს არასდროს დაგვიმალავს", - განუცხადა ჟურნალისტებს გივი მიქანაძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვისთან მიმდინარეობს კომუნიკაცია, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თემა სენსიტიურია და ამის დაკონკრეტება არასწორი იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა