მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს გონივრული ოპტიმიზმი პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის ფორმირების საკითხზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არსებობს გონივრული ოპტიმიზმი პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის ფორმირების საკითხზე. მდინარაძე ვერ აკონკრეტებს, ოპოზიციიდან ვის შესვლას ელიან პარლამენტში და რა შემადგენლობის ოპოზიციური ფრაქცია შეიძლება ჩამოყალიბდეს.

"პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის შექმნის თაობაზე წინასწარი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ამასთან დაკავშირებით გონივრული და საღი ოპტიმიზმი არსებობს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტში სულ მალე ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა