მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაუმძიმდება თუ არა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, მასზეა დამოკიდებული და არა პროკურატურაზე, სახელმწიფოზე და პოლიტიკაზე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დაუმძიმდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, მასზეა დამოკიდებული და არა პროკურატურაზე, სახელმწიფოზე და მითუემეტს, პოლიტიკაზე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გირაოს თანხის გაუხდელობის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების დამძიმება ხდება ყველგან და ყველა ბრალდებულის შემთხვევაში და მსოფლიოში გამონაკლისები, როგორც წესი, არ არსებობს.

"მე არ ვიცი ნიკა მელიას რა პოზიცია ექნება, მაგრამ არამხოლოდ როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც იურისტმა შემიძლია განგიმარტოთ, რომ როდესაც ადამიანს გირაო აქვს შეფარდებული, ისე როგორც არასდროს, მასზეა, არამხოლოდ ნიკა მელიაზე, ყველა ბრალდებულზე, დამოკიდებული მისი ხვალინდელი ბედი, აღკვეთის ღონისძიების ბედი, დაუმძიმდება თუ არ დაუმძიმდება. მსოფლიოში ალბათ რამდენიმე მილიონი ადამიანია ბრალდებული, რომელიც ელოდება გადაწყვეტილებას დაუმძიმებენ თუ არა აღკვეთ ღონისძიებას. თუ ისინი გირაოს პირობებს დააკმაოფილებენ, ამ შემთვევაში მათ არ უმძიმებენ, თუ არ დააკმაყოფილებენ -დაუმძიმებენ. გამონაკლისები, როგორც წესი, არ არსებობს, მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში. ჩემი საქმე არ არის სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რაიმე მოწოდებები გავაკეთო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პირზე შემიძლია ვთქვა, რომ მასზეა დამოკიდებული მისი ბედი, არც პროკურატურაზე, არც სახელმწიფოზე და არც მიუთემეტს, პოლიტიკაზე, ერთადერთი ადამიანი თავად ის ბრალდებულია, რომელსაც გირაო აქვს შეფარდებული გადაწყვიტოს დაუმძიმდეს აღკვეთის ღონისძიება თუ არ დაუმძიმდეს. მხოლოდ ის არის ამისი გადამწყვეტი სუბიექტი და სხვას არავინ არ უნდა დააბრალოს. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომელიც გამონაკლისი ვერც მელიასთვის იქნება, ვერც ჩემთვის და ვერც ვერცერთი მოქალაქისთვის", - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებულ საკითხზე გაფრთხილების მიზნით ნიკა მელია საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა