საგარეო უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და ხელისუფლებას ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და ხელისუფლებას ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ოკუპირებული ცხინვალის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაიხსნას. მათი თქმით, გახელაძის 12 წლით პატიმრობაში ყოფნა სიგნალია იმისა, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდეს, ყველა საერთაშორისო ღონისძიებას მიმართოს და ამგვარად მოხდეს საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აქციის მონაწილეების თქმით, საგარეო უწყებასთან მიმდინარე აქციას ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

“ქართულმა ოცნებამ" ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შედეგი, რაც გახელაძესთან მიმართებით დადგა, რომ მას ე.წ. სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ეს შედეგი შესაძლოა დაუდგეს საოკუპაციო ხაზთან ნებისმიერ მცხოვრებს. "ქართული ოცნების" არგაღიზიანების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ისინი ვერ იცავენ საკუთარ მოქლაქეებს", - განაცხადა აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, “გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა)”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა