აკაკი ბობოხიძე ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებაზე - „ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი

„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი“,- ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, აკაკი ბობოხიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას.

ბობოხიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მსგავსი ზეწოლით ცდილობს ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანოს.

„ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს, ოპოზიციის წარმომადგენლები რამენაირად პარლამენტში იხილოს. მცდარ გზას ადგანან, რადგან მსგავსი ზეწოლები პირიქით, ბრძოლისუნარიანობას და ჩვენს დამოკიდებულებას გააძლიერებს, არცერთ შემთხვევაში არ შეცვლის.

„ქართული ოცნება“ ვერ მიხვდა, რომ მხოლოდ საქმიანი შეხვედრები და საქმიანი შეთანხმებები მიაღებინებს რამე გადაწყვეტილებას ოპოზიციას და არა შანტაჟი.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, აქ საერთოდ უცნაურ რამეს აკეთებს. ნიკა მელია მათივე გადაწყვეტილებით არის დეპუტატი და მას იცავს სადეპუტატო იმუნიტეტი, ამიტომ, სანამ პროკურატურაში დაიბარებენ, კეთილი ინებონ, მოუხსნან სადეპუტატო უფლებამოსილება, მითუმეტეს რომ, ნიკას ეს განცხადება უკვე დაწერილი აქვს“,- განაცხადა ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

ამასთან, პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო