გენრი დოლიძის ინფორმაციით, მისი მხრიდან “მოქალაქეების“ დატოვება ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლის საკითხს არ უკავშირდება

პარტია „მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის გენრი დოლიძის ინფორმაციით, მისი მხრიდან პარტიის დატოვება ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლის საკითხს არ უკავშირდება.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ განმარტა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. მისივე თქმით, რამდენად სწორია პარტიის რეპუტაციის სასწორზე დადება და პარლამენტში შესვლა, ,,ამას გამოაჩენს ის შედეგი რომელიც დადგება“.

,,ჩვენი მხრიდან „მოქალაქეების“ დატოვება არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლის საკითხს. ჩვენ მანამდეც განსხვავებული ხედვები გვქონდა და ეს იყო ლოგიკური ფინალი. ლიდერებთან დიდხნიანი კომუნიკაცია გვქონდა და როდესაც შევთანხმდით, რომ შესაძლებელი იყო გაყოფილიყო ჩვენი გზები, მაშინ დავიშალეთ. ეს არ ყოფილა მოულოდნელი დარტყმა ალეკოსა და ლევანისთვის, ჩვენ მათთან თვეზე მეტია ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა. ჩვენს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, თითქოს პარტია დაიშალა. „მოქალაქეებში“ წარმოდგენილი ვიყავი ჩემი გუნდით, შესაბამისად, ჩემს გუნდასაც გაუჩნდა სურვილი, რომ წამოსულიყო პარტიიდან. ამ გუნდთან ერთად ვმუშაობ 10 წელზე მეტია და მაქვს მათთან ერთად მუშაობის გამოცდილება. ვმუშაობდით სამოქალაქო სექტორში და დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ პოზიციას. საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს იყო მხოლოდ მსჯელობის ფორმატში. მე ალეკოსა და ლევანის უანგარობაში ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მოტივაცია არ ჰქონიათ. თუმცა, რამდენად სწორი და მართლზომიერი გასწიეს როდესაც პარტიის რეპუტაცია დადეს სასწორზე და შევიდნენ პარლამენტში, ამას გამოაჩენს ის შედეგი რაც დადგება - თუკი სხვა პარტიებიც შევიდნენ პარლამენტში ეს იქნება ალეკოს და ლევანის გამარჯვება. ხოლო, თუკი ისინი ისხდებიან იზოლაციაში, ბიძინა ივანიშვილის პარლამენტში „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად, ეს რა თქმა უნდა, გამოაჩენს, რომ ეს ვარაუდი სწორი არ იყო. მე ერთ რამეს ვუსურვებდი ჩემს გუნდს, რომ უფრო მეტად მისცენ ახალ იდეებს და ახალ სახეებს გამოჩენის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, როდესაც პარტიამ დააგროვა საკუთარი ინვესტიცია და არის შესაძლებლობა სხვა ლიდერებიც გამოჩნდნენ, გული მწყდება როდესაც ვისმენ, რომ ეს არის ორი კაცის პარტია“, - აღნიშნა გენრი დოლიძემ.

ცნობისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა გენრი დოლიძემ „მოქალაქეების“ დატოვების გადაწყვეტილება 3 თებერვალს მიიღო. როგორც დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, ის სხვანაირად ხედავს საერთო მიზნისკენ სავალ გზას. მისივე თქმით, სამოქალაქო აქტივიზმს უბრუნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა