ლაშა დარსალია - ზაზა გახელაძისთვის 12-წლიანი სასჯელის დაკისრება არის ცალსახად პროვოკაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდება, რათა რუსეთმა გადაიხადოს რაც შეიძლება მაღალი პოლიტიკური ფასი თავისი დესტურქციული ქმედებებისთვის. როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზაზა გახელაძისთვის 12 -წლიანი სასჯელის დაკისრება „არის ცალსახად პროვოკაცია, რომელზეც პასუსხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

„ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან საუბრობს, რომ თითქოს მას სურს ვითარების დათბობა და დიალოგი, ერთი მხრივ, მეორე მხრივ, აგრძელებს პროვოკაციებს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ცალსახად, იქ არსებულ ადამიანის უფლებათა ვითარებაზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია შემდგომი პროვოკაციებისკენ და ვითარების დესტაბილიზაციისკენ. ეს არის იმ ჰიბრიდული ოპერაციის ნაწილი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ და რომლის მთავარი ამოცანაც არის ერთი მხრივ, დანერგოს ნიჰილიზმი, გამოიწვიოს ვითარების დესტაბილიზაცია და მთელ საზოგადოებაში ფრუსტრაცია, ასევე წარმოაჩინოს ვითარება ისე, თითქოს, რუსეთის ფედერაციის ასეთი დესტრუქციული ნაბიჯები ჩაივლის დაუსჯელად. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და ეს კარგად აისახება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტივობებშიც. მაგალითად, მოგეხსენებათ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის მოსკოვში ვიზიტისას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი იყო დღის წესრიგში, იგივე აშშ-ს საგარეო მდივან ბლინკენის და ლავროვის საუბრისას, აქვე მოვიყვან მთელ რიგ რეზოლუციებს და მოხსენებს ადამიანის უფლებათა საკითხებზე, ასევე სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეს და ა.შ. ეს ყველაფერი არის ის გრძელვადიანი ინსტრუმენტები, რომელიც შეუქცევადს ხდის დეოკუპაციის საკითხს. რუსეთი ცხდილობს ამ პროვოკაციებით შექმნას ის პროპაგანდისტული ეფექტი, თითქოს მის დესტრუქციულ ქმედებებს შედეგი არ მოჰყვება.

ჩვენ გადავდგამთ და უკვე ვდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, პირველ რიგში, ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობით, რომ რაც შეიძლება მალე ყველა ჩვენი მოქალაქე თავის ოჯახებს დაუბრუნდეს. ეს არის პირველი და უმთავრესი ამოცანა. ყველა საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდება, რათა რუსეთმა გადაიხადოს რაც შეიძლება მაღალი პოლიტიკური ფასი თავისი დესტურქციული ქმედებებისთვის“, - განაცხადა დარსალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საქართველოს საგარეო უწყება, თუმცა, აღნიშნა, რომ ყველა ის მექანიზმი, რაც საქართველოს ხელთაა ამუშავებულია. მისივე განმარტებით, ყველა პასუხისმგებლობა გახელაძის საქმეზე რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

„რუსეთის ამოცანაა საზოგადოების შიგნით გამოიწვიოს დაძაბულობა და დემორალიზება“, - განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა