საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ხმაური იყო

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, ხმაური იყო.

სამართალდამცავები ერთ-ერთი აქიტივისტის გიორგი მჟავანაძის ადგილიდან გაყვანას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა არ მისცეს.

თავად მჟავანაძე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, თუ რატომ ცდილობდნენ სამართალდამცველები მის გაყვანას აქციიდან.

მისი თქმით, ამის თაობაზე სამართალდამცველებს მისთვის განმარტებები არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები აქციას საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მართავენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ უკანონო პატიმრობაში დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა