ნიკა მელია - პროკურატურამ უნდა გააგზავნოს სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს - ასე შეწყვიტავენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, საპარლამენტო უფლებამოსილების შესაწყვეტად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს ის, რაც ერთხელ უკვე გააკეთა მის მიმართ, როდესაც 92 დეპუტატს მისთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილებისთვის „მხარი დააჭერინა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი სურვილი უკვე გაცხადებულია და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს თუ რას გააკეთებს.

„ორი კვირის განმავლობაში მე ჩემს კოლეგებთან ერთად, როგორ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ კოლეგებს ვგულისხმობ, ასევე სხვა მეგობარ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების სიით გასულ ადამიანებს, ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე- ფარცხალაძე- ივანიშვილის პროკურატურამ, თქვენ იცით, რომ ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ ჩემზზე კარგად იციან, მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს, უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს, იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვიტავენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული და სხვანაირად უბრალოდ არ შემეძლო მოვქცეულიყავი,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს