ენდრიუ ვები - ბათუმში შესრულებული სამუშაო ახალ კონსტრუქციებს, აეროპორტს და ქალაქის გამწმენდი ნაგებობის ინფრასტრუქტურას დაიცავს

ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში შესრულებულია მნიშვნელოვანი მოცულობის სამუშაოები, ყველა ახალი კონსტრუქციის, აეროპორტის და ქალაქის გამწმენდ ნაგებობაში ჩამავალი ახალი კანალიზაციის ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით, - ამის შესახებ საზედამხედველო კომპანია „სონდერს ჯგუფის“ ინჟინერმა ენდრიუ ვებიმ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ნაპირდაცვის პროექტის მიზანი ბათუმის სანაპიროს ძლიერი ეროზიისგან დაცვაა, რაც გამოწვეულია მდინარე ჭოროხის ცვლილებებით, “ეს კი თავის მხრივ, განპირობებულია წინა ხელისუფლების მიერ დადგმული ჰიდროკაშხლებით, ისევე როგორც შავ ზღვაში მიმდინარე ფაქტორებით”. ენდრიუ ვების თქმით, ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი იტალიურმა სააქციო საზოგადოება „ტექნიტალმა“ მოამზადა და სამუშაოები უწყვეტად არის შესრულებული ზღვის 20 მეტრის სიღრმიდან გზამდე.

„იტალიურ კომპანია „ტექნიტალს“ გააჩნია მსოფლიო მასშტაბის გამოცდილება. მას სანაპირო დაცვის სამუშაოები შესრულებული აქვს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ვენის დატბორვისგან დაცვის პროექტი. აღნიშნული პროექტის განხორციელებამ შეაჩერა ქალაქის დატბორვის პროცესი. კომპანიას ასევე მრავალი სანაპირო დაცვის სამუშაოები აქვს შესრულებული ერაყში. მათ ასევე შესრულებული აქვთ სამუშაოები აბუ-დაბიში და ყატარში“,- განაცხადა საზედამხედველო კომპანიიის ინჟინერმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)