გიგი წერეთელი - ხელისუფლებამ აქტიურად უნდა მოიძიოს ინსტრუმენტები, რათა ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმისაგან მალე გამოიხსნას

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ხელისუფლებამ საოკუპაციო რეჟიმისგან ზაზა გახელაძე მალე უნდა გამოიხსნას. მისივე თქმით, გახელაძის საქმე არის დიდი ჯაჭვი იმ მძიმე ციკლის, როცა საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ, ხოლო ხელისუფლების მხრიდან არანაირი მოქმედება არ არის.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქეა საპატიმროში, ძალიან დრამატულად განვითარდა მისი ბედი, რადგან ის ჯერ დაჭრილი იყო, შემდეგ ე.წ. სასამართლომ მიუსაჯა 12 წელი. თუმცა, ეს არის ნაწილი დიდი ჯაჭვის, მძიმე ციკლის, როცა ჩვენ მოქალაქეებს როგორც უნდათ ისე აპატიმრებენ, სასამართლოს ატარებენ როგორც უნდათ და პრაქტიკულად, არანაირი მოქმედება არ არის. ხელისუფლებამ უნდა ეძებოს, ნახოს და აქტიურად მოიძიოს ინსტრუმენტები, ეს სპეცსამსახური იქნება, საერთაშორისო ზეწოლა თუ რაღაც პირდაპირი კავშირები. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მძიმე ბედი, დისკრიმინაცია და მძიმე ყოფა ჩვენი მოქალაქეების საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მოუთმენელი,“ - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო