საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია დასრულდა. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის ადგილიდან გაყვანას ცდილობდნენ, რისი უფლებაც მათ სხვა აქტივისტებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქტივისტები შეეცადნენ გზაზე არ გაეტარებინათ პოლიციის მანქანა, რომელსაც მათივე განმარტებით, მართავდა ის პოლიციელი, რომელიც მჟავანაძის ადგილიდან გაყვანს ცდილობდა. ამასთან, აქტივისტები სამართალდამცავების მისამართით სკანდირებდნენ: "მონა, მონა".

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო