ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას განცხადება, რომ კანონით დაკისრებულ გირაოს არ გადაიხდის, არის მისი პარტიის და მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციის სირცხვილი

როცა საქართველოში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს პარლამენტი, თუ დღის წესრიგში ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი დადგება, სამხარაძე ამბობს, რომ ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემს კანონს და სახელმწიფოს, პარლამენტში არ უნდა იყოს.

“ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან პროცესი ახლა დაიწყო. წინასწარ ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც არც კანონს სცემს პატივს და არც სახელმწიფოს, მისი ადგილი პარლამენტში ნამდვილად არაა,"- განაცხადა სამხარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ დევნაზე და აღნიშნა, რომ ისინი ყველაფერს პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებენ.

“ოპოზიცია უკვე ისეთ ტრივიალურ საკითხებზე, მაგალითად, როცა პატრული აჩერებს ოპოზიციონერს წითელ შუქზე გავლისთვის, ამასაც პოლიტიკურ ზეწოლას ეძახის, ამიტომ ჩემთვის ეს განცხადებები არის ცარიელი განცხადებები.

როცა საქართველოში მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ემორჩილება კანონს და არ გადაიხდის კანონით დაკისრებულ გირაოს, ეს არის მთლიანად ამ პარტიის და ასევე მასთან მიტმასნილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სირცხვილი, რადგან კანონმორჩილება არის მთავარი, რაც ქმნის სახელმწიფოს. შესაბამისად, ჩემთვის ეს განცხადება არა ვაჟკაცობის გამოვლინებაა, არამედ არის კანონის უპატივცემულობა, რომელიც თავის მხრივ ითარგმნება სახელმწიფოს უპატივცემულობაში. შესაბამისად, ამ განცხადებით ნიკა მელია პატივს არ სცემს საქართველოს,"- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურა კი ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო