ლაშა დარსალია - გადაიდგმება ყველა ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ

მინდა ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუთხრა, საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას. გადაიდგმება ყველა ნაბიჯი, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ზაზა გახელაძე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სათანადოდ არის ამოქმედებული ყველა მექანიზმი და გრძელდება მუშაობა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ზაზა გახელაძე, თავის ოჯახს დაუბრუნდეს.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების ჩართულობა, აქტივობა და ის მუშაობა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ, იმის საფუძველს იძლევა, რომ საკითხის დადებით გადაწყვეტაში დარწმუნებულები ვიყოთ.

ლაშა დარსალიამ ასევე განაცხადა, რომ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა პარტნიორებთან გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები, მოთხოვნილია შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, აგრეთვე, უახლოეს მომავალში გაიმართება ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც გამოცემა „ეხო -კავკაზა“ წერს, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა