სერგი კაპანაძე ზაზა გახელაძეზე - მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნაა, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდება, „საქართველოს ხელისუფლების ძალიან დიდი ჩავარდნაა.

მისი თქმით, მთავრობა მომხდარზე რეაგირების ნაცვლად, პირიქით, იმაზე ზრუნავს, ზაზა გახელაძის ოჯახს ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მიერ შემუშავებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტური ამოქმედება ამგვარი ფაქტების პრევენციას მოახდენდა.

„მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულიად უდანაშაულო ჩვენი მოქალაქე, რომელსაც არაფერი დაურღვევია, ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება. სახელმწიფო სამსახურები რეაგირებით კი არ არიან დაკავებული, არამედ უშიშროება იმაზე ზრუნავს, ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს ოჯახს და რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საერთოდ აცდენილები არიან რეალობას და აცდენილი აქვთ მთავარ პრობლემებზე აქცენტები. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეფექტურად ამოქმედებულიყო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ ხელისუფლებას შესთავაზა და მაშინ გაიტანა პარლამენტში. მას შემდეგ მათ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ, რომ ეს სია ეფექტური ყოფილიყო, ხოლო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების წამებაზე, მოკვლაზე, უკანონო დატყვევებაზე, სანქციები გატარებულიყო. ეს გარკვეული ტიპის პრევენცია იქნებოდა, რომ მომავალში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსგავსი ფაქტები აღარ მომხდარიყო და აღარ მოხდეს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა