დავით ქაცარავა - გახელაძეების ოჯახმა ავტობანი გადაკეტა

ზაზა გახელაძის ოჯახმა და მხარდამჭერებმა, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, დასავლეთისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. მათ ავტომაგისტრალი სამართალდამცავების მოწოდების შედეგად გახსნეს.

ადგილზე იმყოფებოდა „ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას“ ლიდერი დავით ქაცარავაც. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, უერთდებიან ოჯახის აქტივობას და თავადაც გეგმავენ საპროტესტო აქციის გამართვას.

,,ჩვენ მივემართებოდით დასავლეთის მიმართულებით და გვინდოდა ჩვენს საპატრულო მარშრუტზე გასვლა. აღაიანსა და ოკამს შორის გახელაძეების ოჯახმა გადაკეტა ავტობანი. ეს იყო პროტესტი, რომელიც მათ გამოხატეს დღევანდელი განაჩენის შემდეგ. ადგილზე შეკრებილები იყვნენ ოჯახის წევრები და მათი ახლობლები, ჩვენ ვიმყოფებოდით ადგილზე და დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენ ოჯახს ვუერთდებით და მოვუწოდებთ სრულიად საზოგადოებას გვერდით დაუდგეს მათ, ზაზა გახელაძის ოჯახი და მისი სანათესავო ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოვუწოდებ მათ განვახორციელოთ ისეთი აქტივობა როგორიც განხორციელდა ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში. ასეთი აქტივობის შედეგად ეს ადამიანები გაცილებით ადრე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. ჩვენ შევუერთდებით როგორც ოჯახის დაგეგმილ აქციებს, ასევე თავად გავმართავთ დამოუკიდებელ აქციებს - ზაზა გახელაძის მხარდასაჭერ აქციას. საზოგადოებამ უნდა გააქტიუროს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ მან გააქტიუროს ყველა ბერკეტი და გამოიხსნას არამხოლოდ ზაზა გახელაძე არამედ, ირაკლი ბეგუა, გენადი პისტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობაში“, - აღნიშნა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს