„ევროპელი სოციალისტები“ - საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უზენაესი სასმართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის მიმართ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობს.

„ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი ძალადობის გამოვლინება. „ევროპელი სოციალისტები“ ვგმობთ ამ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად უკანონო პატიმრობიდან“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ თვლიან, რომ ქართველები და ოსები ყოველთვის იყვნენ ერთმანეთთან ძმურ და მეგობრულ ურთიერთობაში და არავის არ აქვს უფლება ერეოდეს ორი მოძმე ერის ცხოვრებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატიის ამოქმედება.

„სახალხო დიპლომატია, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არსებული კონფლიქტური ვითარების მოგვარების დროს. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მართებს ქვეყნის ხელისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო