ბადრი ჯაფარიძე - ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი წინადადებები ხელისუფლების მხრიდან სერიოზულად იყოს განხილული, დაცინვის საგნად აქცევენ და იმიტომაც ვართ კრიზისში

იმის ნაცვლად, რომ ჩვენი წინადადებები ხელისუფლების მხრიდან სერიოზულად იყოს განხილული, დაცინვის საგნად აქცევენ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს ამჟღავნებს ხოლმე მათ დამოკიდებულებას და იმიტომაც ვართ ამ კრიზისში, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ამით ჯაფარიძე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივაზე, რომელიც სრულად პროპორციული არჩევნების, 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარებას ეხება, მმართველი გუნდის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არაერთ მნიშვნელოვან, კომპრომისულ წინადადებას სთავაზობს, თუმცა მათი მხრიდან არაფერი არ ისმის.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმა არის ,,კრიზისის მიზეზი, უპასუხისმგებლობა და არგაცნობიერება იმ პრობლემებისა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“.

"ოპოზიციურ პარტიების პარტნიორობაში ის არის გამორჩეული, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვაიძულებთ დავდგეთ ერთსა და იმავე პოზიციაზე. მე ძალიან მშვიდად და ნორმალურად ვუყურებ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ მოსაზრებებს ჩვენს ინიციატივასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა წინადადებებს სთავაზობენ, მაგრამ მათი მხრიდან არაფერი არ ისმის. ის ფაქტი, რომ ისინი არ განიხილავენ ვადამდელ არჩევნებს არის კრიზისის მიზეზი, უპასუხისმგებლობა და არგაცნობიერება იმ პრობლემების, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. პლებისციტზე უარის თქმის გამართლება არ არსებობს, ისინი გრძნობენ, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ ამ არჩევნებში“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა