სერგო ჩიხლაძე - თუ ხელისუფლებისგან არაფერი იქნება გათვალისწინებული, დაიწყება აქციები

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, არაა აუცილებელი აქციები 100 000 - კაციანი იყოს, მთავარია, ადამიანების თუნდაც მცირე ჯგუფმა ჩვეულებრივი შეკრების დროს, საკუთარი აზრი გამოხატოს. ამის შესახებ ჩიხლაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თუ არაფერს გაითვალისწინებს, აქციები დაიწყება, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს აუცილებლად გაუწევს.

„თუ ხელისუფლებისგან არაფერი გათვალისწინებული არ იქნება, დაიწყება ჩვეულებრივად შეკრება, აზრის გამოხატვა. ასევე შეკრება იქნება რაიონებში. არაა აუცილებელი, რომ 100 000 - კაციანი აქციები იყოს. მაგალითად, როგორც მთავრობის კანცელარიასთან იყო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მშვიდობიანად მოდიოდნენ ადამიანები - ხან 500 კაცი მოდიოდა, ხან - 700, აფიქსირებდნენ თავიანთ აზრს. ეს ხომ შეძლეს, ხომ დაანახეს ხელისუფლებას მათი წუხილი?! ხელისუფლება რაღაც დათმობებზე წამოვიდა. ანალოგიურად ვიმოქმედებთ, ყველა დიდ ქალაქში, ყველა, პატარა ქალაქში, რეგიონში და ეს შედეგს გამოიღებს, რომელსაც ხელისუფლება ანგარიშს, აუცილებლად, გაუწევს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო