სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ დაუმორჩილებლობის მარშს გამართავს

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარშს აანონსებს და მოქალაქეებს 20:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებისკენ მოუწოდებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შაბათს, „სირცხვილია“ ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, „დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია.

„საღამოს, ე.წ.“კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის. 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან!” - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო