გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 6 თებერვალს, თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

ინფორმაციას კომპანია „თელასი“ავრცელებს.

„გადაუდებელი სამუშაოების გამო 00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა