შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის როლს ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით და აღნიშნა რომ ასეთი ფორმატი მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დაბალანსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის გატარება რჩება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად და სამინისტროში გატარებული არაერთი სტრუქტურული რეფორმა მიზნად ისახავს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ეფექტიან გამკლავებას.

უწყებათაშორის სხდომის ფარგლებში დამტკიცდა 2021-2022 წლების ანტინარკოტიკული სამოქმედო გეგმა. სხდომის ფარგლებში ასევე წარდგენილ იქნა ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის 2021-2026 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარკოვითარების 2019 წლის ანგარიშის პროექტები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს