გლდანის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები ეწყობა

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს, მათ შორის, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები მუხიანის აგარაკებზე, გამარჯვების ქუჩაზე ოთხ მისამართზე - N 63–65–67-79-ის მიმდებარედ ხორციელდება.

“აღნიშნულ მისამართებზე გრუნტის ჩამოშლის შედეგად, დაზიანდა გზის ფრაგმენტი, ასევე, ჩამოშლილი გრუნტი მოსახლეობის უსაფრთხოებასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს უქმნიდა.

პროექტისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ვერ ბალ გრუპ“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 136 766 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთნ ერთად გაეცნო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო