ესტონეთის საგარეო უწყება - ესტონეთი მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის შეფარდებულ უკანონო სასჯელს ეხმიანება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12, 6 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

“ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განჩინების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება,“- ნათქვამია ესტონეთი საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული.

ესტონეთი საგარეო უწყება ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებასაც აზიარებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხო -კავკაზა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
1 მარტს, "ამბასადორი ჯგუფი" კურორტ გოდერძიზე ახალ სასტუმროს - „ამბასადორი გოდერძის“ გახსნის
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)