სერგო ჩიხლაძე - ოპოზიცია პარლამენტში მხოლოდ მოლაპარაკებების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევა - წულუკიანის და კობახიძის არაეთიკური განცხადებები და ქცევები ამას ხელს არ შეუწყობს

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მხოლოდ მოლაპარაკებების და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ შევლენ, ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმაც და „ქართულმა ოცნებამაც“. ქალბატონი წულუკიანის და კობახიძის რიტორიკა, მათი თავხედური და უზრდელი, დამაზიანებელი, არაეთიკური განცხადებები და ქცევები ამას ხელს არ შეუწყობს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მათი შეთავაზებაა, ვადამდელი არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდეს, ხოლო ადგილობრივმა არჩვენებმა 2022 წელისთვის უნდა გადაიწიოს.

„ჩვენ გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას თავიდანვე შევთავაზეთ ალტერნატივები, კიდევ მზად ვართ ვადებთან დაკავშირებით სხვადასხვა ალტერნატივები, კომპრომისული ვარიანტები შევთავაზოთ და ვთავაზობთ კიდეც, ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც არაფერს გვთავაზობს. ეს იყო ინიციატივა, რომ 2021 წელის შემოდგომაზე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ხოლო ადგილობრივმა არჩვენებმა 2022 წელს გადაიწიოს. ძალაუფლების განაწილებისთვის კარგია, რომ ცალ-ცალკე იყოს არჩევნები, ამას ეფუძნებოდა ჩვენი წინადადება“, - აცხადებს ჩიხლაზე.

მისივე განმარტებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჩივრებმა საქართველოს ყველა ინსტანცია მოიარა.

„მტკიცებულებები წარდგენილი იქნა ყველა ინსტანციაში, რომელიც კი საქართველოში არსებობს და რომელსაც უნდა განეხილა, ეს იყო საუბნო კომისიები, ცენტრალური საარჩევნო კომიუსია, სასამართლო, მეტი ინსტანცია საქართველოში არ არსებობს. ეს რიტორიკა „გირჩის“ და ელისაშვილის, ძალიან დიდ კომფორტს უქმნის „ქართულ ოცნებას“, ხანდახან მიკვირს ხოლმე, რეალურად ეს ხალხი ნამდვილად ოპოზიცია არის თუ „ქართული ოცნების“ რომელიმე დანაყოფი“, - აცხადებს ჩიხლაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო