სერგო ჩიხლაძე - იგივე სასამართლომ ნიკა მელიას იგივე საკითხზე გირაო უკვე დააკისრა და ყოველ ჯერზე გაზრდილი გირაო არასამართლიანი მეჩვენება

იგივე სასამართლომ ნიკა მელიას იგივე საკითხზე გირაო უკვე დააკისრა და ყოველ ჯერზე გაზრდილი გირაო არასამართლიანი მეჩვენება, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის სასამართლოს მიერ აღკევთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს.

ჩიხლაძის თქმით, ნიკა მელიას მხრიდან ეს განცხადება უსამართლობის მიმართ პროტესტია.

„ეს არის პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ. იმ ქვეყანაში, სადაც პირდაპირ ეთერში ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორს ცემს და გაამართლებენ, იმ ქვეყანაში, სადაც არც ერთ საჩივარს არ განიხილავენ, იმ ქვეყანაში, სადაც მედიას და პოლიტიკოსებს დასდევენ და საქმეებს უკერავენ, სადაც პოლიტპატიმრები გვყავს, ეს არის ჩვეულებრივი აქტი, რომელიც ემსახურება პროტესტს“, - აცხადებს ჩიხლაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა