ლიეტუვა ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს გმობს

ლიეტუვას საგარეო უწყება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯის ფაქტს ეხმიანება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს გმობს. ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევაა. ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება,“- ნათქვამია ლიეტუვას საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა