გრიგოლ გეგელია - ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ჩაკეტვა იყო ყველაფრის გამოსავალი, ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, ეს არის მართვის ყველაზე დაბალი და უხარისხო სახეობა

მთავრობამ უკვე გარკვეულწილად დაუშვა შემსუბუქება. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, მიეწერება იმას, რომ მთავრობა არ არის ბოლომდე დაყრუებული, მას ესმის თავისი ხალხის ხმა,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ თვენახევრის წინ საქართველოში 162 ათასი ადამიანი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი, მთავრობამ უკან დაიხია. გეგელიას თქმით, მთავრობამ ახლა დაუჯერა ოპოზიციას და გააკეთა, ის რაც დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა, იმისთვის, რომ საქართველოს მსგავს ღარიბ ქვეყანაში მოსახლეობა უსახსროდ არ დაეტოვებინა.

„ბუნებრივია, შეზღუდვების გონივრულ ფარგლებში შემსუბუქება იყო და არის ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ უკვე გარკვეულწილად დაუშვა შემსუბუქება. ბუნებრივია, ეს, პირველ რიგში, მიეწერება იმას, რომ მთავრობა არ არის ბოლომდე დაყრუებული, მას ესმის თავისი ხალხსი ხმა და ხედავს ძალიან ნათლად, რომ ასობით ათასი ადამიანი დღეს არის შემოსავლის გარეშე დარჩენილი. ჯერ კიდევ თვენახევრის წინ 162 ათასი ადამიანი საქართველოში იყო დარჩენილი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, რაც, ბუნებრივია, შემზარავი ჰუმანიტარული კატასტროფის საწინდარია, განსაკუთრებით, ღატაკ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ამიტომ, გარკვეულწილად, მთავრობამ დაიხია უკან, მთავრობას, ბუნებრივია, ეშინია ელექტორალური თვალსაზრისით, ეშინია, რომ ვერ მართავს ამ კრიზისს. რადგან ვერ მართავენ, მათი ერთადერთი გამოსავალი იყო ყველაფრის ჩაკეტვა და იციან, რომ ეს არ არის მართვის პოლიტიკა, უბრალოდ, არ გამოსდით სხვანაირი პოლიტიკა და ახლა დაგვიჯერეს, დაიჯერეს ოპოზიციის აზრი იმის თაობაზე თუ რა უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, რაც იყო გონივრულ ფარგლებში ლიბერირება შეზღუდვების, იმისთვის, რომ ადამიანები მართლაც არ დარჩენილიყვნენ უსასოო პირობებში, რომელშიც დატოვეს მთელი რიგი მიმართულებები. მაგრამ, ჩვენ ამავდროულად ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ არ გახსნილა სამთო- სათხილამურო კურორტები მაშინ, როდესაც ევროპის მინიმუმ 5 სახელმწიფოში ათობით კურორტი არის გახსნილი, ისინი ჯანდაცვის პირობების დაცვით ოპერირებენ ისე, რომ მართლაც ეკონომიკა გადაურჩა კატასტროფას, რომელსაც ჩვენთან ვერ გადაურჩა, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა გონივრული მართვისთვის. ამ ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ჩაკეტვა იყო ყველაფრის გამოსავალი. ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, ეს არის ყველაზე დაბალი და უხარისხო სახეობა მართვისა,“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)