ხატია დეკანოიძე - სპეციალური სამსახურიდან გაფრთხილება მივიღე, რომ თუ არ შევავსებ დეკლარაციას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით მემუქრებიან, რაც წარმოუდგენელია

საქართველოში პარლამენტში შესვლით ჩვენ ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს, არ ვაპირებთ რეჟიმი გავამართლოთ ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხზე ისაუბრა.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, დღეს მან გაფრთხილება მიიღო დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით. როგორ ის აცხადებს თუ დეკლარაციას არ შეავსებს, მას „სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრებიან".

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, ელჩებს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადეს არა მარტო ამ მოლაპარაკებებში, არამედ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში და კანონის უზენაესობაში. გასაგებია მათი პოზიცია, მათი პოზიციაა, რომ პარლამენტარიზმი გადარჩეს, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში პარლამენტში შესვლით ჩვენ ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს. ჩვენ, იმ ადამიანებმა, ვინც მოვიპოვებთ ამ გაყალბებული არჩევნებით მანდატები, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. არ ვაპირებთ რომ მივანიჭოთ ლეგიტიმაცია და ფასადური დემოკრატია გავუფორმოთ ამ ხელისუფლებას და ამ რეჟიმს, უფრო მეტსაც გეტყვით, დღესაც მივიღე გაფრთხილება სპეციალური სამსახურიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ არ შევავსებ დეკლარაციას, მემუქრებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც წარმოუდგენელია. არ ვაპირებთ რეჟიმი გავამართლოთ",-აცხადებს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძემ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებებზეც ისაუბრა, ხელახალი არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით. როგორც დეკანოიძე განმარტავს, მისთვის ყველა ოპოზიციური პარტიის მოსაზრება "ძალიან ძვირფასია".

"მინდა გითხრათ, რომ ყველა პარტიას აქვს თავისი მოსაზრება. ჩვენთვის, "ნაციონალური მოძრაობისთვის" რომელმაც იმ შეთანხმების ტექსტი დაამტკიცა პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირფასია ყველა პარტიის მოსაზრება. ჩემი აზრით, ჯერ მნიშვნელოვანია "ქართული ოცნება" მოვიდეს წინადადებით, განვიხილოთ კომპრომისული წინადადება, თუ ასეთი იქნება, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ვადებზე. ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ რაიმე სახით მიუღებელია რამე, იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საერთო ოპოზიციური შეთანხმება და რეალურად "ქართლი ოცნებიდან" გადმოდგმული ნაბიჯი ",-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების თანახმად, მათ რეალისტურად მიაჩნიათ, სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარება. რაც შეეხება, "სტრატეგია აღმაშენებელს", „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იდეის განხილვა შესაძლებელია, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 2022 წლისთვის და შემოდგომით რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა