ხატია დეკანოიძის განცხადებით, ევროპარლამენტარების წერილი "ქართული ოცნებისთვის" და თეა წულუკიანისთვის „ძალიან კარგი დიპლომატიური შემოლაწუნება იყო“

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, ევროპარლამენტარების წერილი "ძალიან კარგი დიპლომატიური შემოლაწუნება" იყო "ქართული ოცნებისთვის" . როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, ევროპარლამენტარების წერილი "ღია დაცინვა" იყო.

"პრაქტიკულად, მე ვიტყოდი, რომ ყველაზე უფრო დიდი და ღია დაცინვა იყო, ძალიან კარგი დიპლომატიური შემოლაწუნებაც "ქართული ოცნებისთვის" და თეა წულუკიანისთვის",-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს წერილი გამოუგზავნეს. წერილში ევროპარლამენტარები უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ „ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა პარლამენტის დაწესებულების კედლებში“. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები გაკვირვებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს თეა წულუკიანმა „ახსნა-განმარტება მოსთხოვა“.

იხილეთ ვიდეო:ხატია დეკანოიძე - "ქართული ოცნების" და თეა წულუკიანისთვის „ძალიან კარგი დიპლომატიური შემოლაწუნება იყო“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს