პარლამენტთან შეკრებილები “დაუმორჩილებლობის მარშისთვის” ემზადებიან

სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშისთვის” ემზადებიან. როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, ისინი 21:00 საათზე, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, “დაუმორჩილებლობის ბრჭყვიალა მარშს“ მოაწყობენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც.

“ბევრი ადამიანი ვიქნებით თუ ცოტა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს „კომენდანტის საათს“ რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი დაარღვევს ერთად. პირობას ვიძლევდით, არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს და კლავს ბიზნესს. ამ რეგულაციებით ხელისუფლება პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს და პირდაპირ შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს. დღეს 9 საათზე ყველა ერთად დავიძვრებით და დავარღვევთ „კომენდანტის საათს“, ვივლით თბილისის ქუჩებში. წინ მშვენიერი, ფერადი, ხალისიანი და მუსიკალური საღამო გველოდება”, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად მოტანილი აქვთ სხვადასხვა ნივთები, მათ შორის: ნიღბები, პარაპლანი, ბუშტები და დოლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა