გიორგი ბარამიძე - ეს ვითარება უნდა დამთავრდეს და გაიხსნას ხელოვნურად ჩაკეტილი სახელმწიფო

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, 21:00 საათის შემდეგ გაადგილების შეზღუდვისთვის დაწესებული რეგულაცია უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ბარამიძემ ჟურნალისტებს პარლამენტთან განუცხადა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები დაუმორჩილებლობის მარშისთვის ემზადებიან, რითაც 21:00 საათის შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ.

ბარამიძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა პოლიტიკური ხასიათისაა.

"სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრით ქვეყანაში უმძიმესი მდგომრეობაა. ხელისუფლებამ, მას შემდეგ რაც არჩევნები გააყალბა და მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია, ცდილობს პანდემია საბაბად გამოიყენოს, იმისათვის, რომ ქვეყანა ჩაკეტოს და არ განვითარდეს ის საპროტესტო მოვლენები, რომელიც მიმართულია რეჟიმის წინააღმდეგ. ამ პანდემიის პირობებში 10 მილიარდამდე თანხა შეიჭამა, არაფერი გაკეთდა რის გაკეთებაც შეიძლებოდა პანდემიის შესარბილებლად. ქვეყანაში შემოღებულია ისეთი შეზღუდვები, რომელიც იმაზე მკაცრია, ვიდრე ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარ სახელმწიფოებშია, ამიტომ,ნათელია,რომ ეს შეზღუფვები პოლიტიკური ხასიათისაა და სოლიდარული ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ითხოვს ამ შეზღუდვების მოხსნას. ყველა შეზღუდვაზე არაა ლაპარაკი, უნდა ვატაროთ ნიღაბი და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა, მაგრამ ეს რეგულაციები, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურია, ანგრევს ეკონომიკას და ადამიანები შიმშილის პირობებში არიან. ეს ვითარება უნდა დამთავრდეს და გაიხსნას ქვეყანა, გაიხსნას ხელოვნურად ჩაკეტილი სახელმწიფო", - განაცხადა ბარამიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო