ელენე ხოშტარიას განცხადებით, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, ერთადერთი გზა დაუმორჩილებლობა ხდება

ყოფილი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, “როდესაც ხელისუფლება თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, ერთადერთი გზა დაუმორჩილებლობა ხდება”. ამის შესახებ ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები “დაუმორჩილებლობის მარშისთვის” ემზადებიან.

როგორც ხოშტარია აღნიშნავს, პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი.

“მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავის ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და გადასულია ადამიანების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაზე, ასევე აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ზიანს, რომელიც ადგება ადამიანებს, ერთადერთი იარაღი რჩება დაუმორჩილებლობა და ამიტომ, ჩვენ ვართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც აცხადებს დაუმორჩილებლობას. ყველა პროტესტს აქვს აზრი და შედეგი. მე არ მაინტერესებს, როდის მოუწევთ ამის გაკეთება, მე მაინტერესებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არის ლეგიტიმური მიზეზი, გავაპროტესტო და მოვითხოვო ის, რაშიც ვარ მართალი. არ არსებობს პროტესტი, რომელსაც არ მოყვება შედეგი”, -განაცხადა ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო