სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც “დაუმორჩილებლობის მარშს” მართავენ, აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც “დაუმორჩილებლობის მარშს” მართავენ, ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებიან. ისინი ისევ არ აკონკრეტებენ, თუ რა მიმართულებით გააგრძელებენ მსვლელობას.

როგორც აქტივისტები განმარტავენ, თუ ისინი კონკრეტულ მიმართულებას დაასახელებენ, მათ გადაადგილებაში პოლიცია ხელს შეუშლის. სამოქალქო აქტივისტებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან ელბაქიძის ხიდის გავლით დაიწყეს. ისინი აპროტესტებენ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვისთვის დაწესებულ რეგულაციას და მის მოხსნას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და სკანდირებენ “გამოდი”.

სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგებლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა