მამუკა ხაზარაძე - მაღალი ფასის მიუხედავად, ვაქცინის შემოტანა უმთავრესი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო და პროცესი უკვე უნდა დაწყებულიყო - მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს.

როგორც ის აღნიშნავს, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, ასევე აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „როგორც ამ, ასევე ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა მაჩანჩალაა“.

„მთავრობას დათვლილი აქვს, თუ რა დაჯდება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია და მეორეს მხრივ, რა გვიჯდება ეს ეგრეთ წოდებული „ლოკდაუნი“, ეკონომიკის გაჩერება? ფაქტია, რომ მაღალი ფასის მიუხედავად, ვაქცინის შემოტანა უმთავრესი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო და უკვე უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. მითუმეტეს, რომ მიღებული დახმარება და აღებული ვალები ბევრად აღემატება იმ თანხას, რისი გადახდაც სრული ვაქცინაციისთვის არის საჭირო. ამით უფრო სწრაფად ავამუშავებდით ეკონომიკას, შევაჩერებდით ბიზნესების გაკოტრებას, ადამიანების უმუშევრად დატოვებას. გაცილებით სწრაფად გავხსნიდით ქვეყანას ტურიზმისა და ინვესტორებისთვის. ასევე, ვფიქრობ, სახელმწიფო ვაქცინაციის პარალელურად, აუცილებლად ნებადართული უნდა იყოს ვაქცინის კომერციულად შემოტანა წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად, ეს მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებდა. სამწუხაროა, რომ ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმეში, საქართველოს მთავრობა ამ შემთხვევაშიც მაჩანჩალაა“,-განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო