საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 508 პირის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 138 პაციენტი იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138.

მთავრობის მონაცემებით, 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში - 95, აჭარაში- 5, იმერეთში - 18. 294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 116 - აჭარაში, 11 - იმერეთში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო