პარლამენტში დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება

დღეს პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.

მმართველმა გუნდმა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე უნდა იმუშაოს, წინა კვირას დაანონსა.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს 2021 წლის 1-ელ მარტამდე წარედგინება, ხოლო კანონპროექტი მიღებული იქნება არაუგვიანეს 2021 წლია 1-ელი მაისისა.

სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციიდან პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი არიან.

სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელიც "მოქალაქეებსა" და მმართველ გუნდს შორის გაფორმებულ მემორანდუმშია ასახული.

როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, შეიცვლება ცენტრალური საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის წესი. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ასევე საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები. საქართველოს დიდ ქალაქებში, თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 20/1-ზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში, თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ 2/1-ზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები.

"გარდა ამისა, როგორც ვთქვით, მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-დან 3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტში დღეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია