საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. დღეიდან მუშაობა განაახლა როგორც მეტროპოლიტენმა, ისე ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში 28 ნოემბრიდან იყო შეწყვეტილი, მისი აღდგენის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო.

„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, - განაცხადა გახარიამ 6 თებერვალს.

ამასთან, ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.

ტრანსპორტი კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების მიხედვით იმუშავებს, სავალდებულოა პირბადის ტარება.

იხილეთ ვიდეო:დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა - ე.წ. ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა კი იკრძალება

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს