თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეულ მარშრუტებში დღეიდან ცვლილებები განხორციელდა

8 თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, გარკვეულ მარშრუტებში ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ცვლილება შეეხება ინტეგრირებულ N301 მარშრუტს, ასევე N51 ავტობუსსაც.

„აღნიშნული მარშრუტის ბოლო გაჩერება (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა) გაგრძელდება ემირ ბურჯანაძის ქუჩის (ყოფილი გარდაბნის გზატკეცილი) მიმართულებით, დავით ყიფიანის ქუჩის გადაკვეთამდე. თავისუფლების მოედნის მიმართულებით, N301, კ. აფხაზის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდება ნ. ბარათაშვილის ქუჩის გავლით. ამასთანავე, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობს პ. ქავთარაძის ქუჩის გავლით. ინტეგრირებული მარშრუტი N301 აერთიანებს N140 და N55 მარშრუტებს. შესაბამისად, აღნიშნული ნომრების მომსახურება გაჩერდება. ხოლო, N301-ის მოცდის ინტერვალი 11 წუთამდე შემცირდება. ასევე, ცვლილება შეეხება N51 ავტობუსსაც.

8 თებერვლიდან გლდანის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში. შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება კერძო ავტომობილების ნაკადის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით, მგზავრთნაკადებზე დაკვირვებისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით, ავტობუსი N51 გადაადგილდება შემდეგნაირად - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ან „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა, იმოძრავებს ქერჩისა და ვასაძის ქუჩების გავლით“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეულ მარშრუტებში დღეიდან ცვლილებები განხორციელდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს