გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე დაკავებული 5 პირის საქმეზე დღეს ბრალდებულ მორაგბეს, ვასილ მახარაძეს დაკითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე დაკავებული 5 პირის საქმეზე დღეს ბრალდებულ მორაგბეს, ვასილ მახარაძეს დაკითხავენ.

სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, დაცვის მხარე საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. სწორედ, დაცვის მხარის მოწმეთა სიაშია შაქარაშვილის საქმეზე სხვა ეპიზოდზე ბრალდებული ვასილ მახარაძე. ის შემთხვევის დღეს “ტოიოტა ქამრის” მართავდა, თუმცა, მას მკვლელობას არ ედავებიან.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან. რაც შეეხება ვასილ მახარაძეს, მას ძალადობას, ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა