რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიას დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ულოცავს.

როგორც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა და საბრძოლო გამარჯვებები.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა - ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, მათ შორის - ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.

ამ დღეს კიდევ ერთი საეტაპო მოვლენა, კავკასიაში პირველი ქართული უნივერსიტეტის გახსნა უკავშირდება: 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი - ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ერთიან, განათლებულ, ბედნიერ საქართველოს გისურვებთ“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს