პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული საგრანტო პროექტი „გარემოსათვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“ დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, თხილის დომინანტური მავნებლები და დაავადებები გამოვლინდა, შესწავლილ იქნა თხილის 18 პათოგენური მიკროორგანიზმი, გამოიცა ბროშურა „თხილის მავნებელ-დაავადებები და მათი მართვა ბიომეურნეობაში“, ასევე, სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო თეზისები, შეიქმნა 3 წლის აგროკლიმატური მონაცემების ბაზა.

მათივე ინფორმაციით, პროექტი „გარემოსთვის უსაფრთხო, ინოვაციური საშუალებებით ბიოთხილის წარმოების ხელშეწყობა“, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, ფუნდამენტურ კვლევებში სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტს ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მანანა კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა