ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც კერსელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დამწვარია 60 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ხანძარი გაუჩნდა მაღაზიებს. რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო 11 სახანძრო ბრიგადა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე გვერდით არსებულ მაღაზიებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძრის მალევე ლოკალიზება მოხდა. დამწვარი არის 60 კვადრატამდე. დაშავებული არავინაა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს”,- განაცხადა კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა