ჯანდაცვის სისტემამ 2020 წელს კორონავირუსთან საბრძოლველად 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

ჯანდაცვის სისტემამ 2020 წელს კორონავირუსთან საბრძოლველად 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა” ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უშუალოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 2020 წლის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად დაიხარჯა 41 549 ათასი ლარი, მათ შორის სამედიცინო სახარჯი მასალის და აღჭურვილობის ღირებულება 15 472 ლარია.

გარდა ამისა, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში საქართველოსა და „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის“ და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“ შორის სასესხო შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის განმავლობაში დახარჯულია ჯამში 45 787 829 აშშ დოლარი. მათ შორის: მედპერსონალის ეკიპირებაზე პირადი დაცვის სამედიცინო საშუალებების კუთხით დაიხარჯა: 1 649 120 აშშ დოლარი, ხოლო შესყიდული სადიაგნოსტიკო მასალის, მათ შორის ტესტების საერთო ღირებულებამ შეადგინა 29 385 947 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, COVID 19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებას დაექვემდებარა შემდეგი თანხები: კარანტინის ღონისძიებების უზრუნველყოფა - სამედიცინო მეთვალყურეობა - 107 807 ლარი; საკარანტინო სივრცეების სასტუმრო მომსახურება - 465 598 ლარი; საკარანტინო სივრცეების სამედიცინო პერსონალით უზრუნველყოფა- 3 162 973 ლარი; ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვა (დიაგნოსტიკა/ მკურნალობა) - 6 327 092 ლარი; სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება (საწოლფონდი) - 62 080 920 ლარი; სამედიცინო დაწესებულებებისთვის, დამატებითი პერსონალის მობილიზება- 26 191 ლარი; მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის დამატებით ანაზღაურება, რომელიც COVID-19-ის მართვაშია ჩართული - 6 307 261 ლარი; საკარანტინო სივრცეების საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით მართვა -19 656 ლარი; საკარანტინო სივრცეების ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მეშვეობით სამედიცინო დანიშნულების საგნებით, პირადი დაცვის საშუალებებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფა - 796 968 ლარი.

უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტრომ კი გასულ წელს პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვაზე 19 176 911 ლარი დახარჯა. მათ შორის, სამ შრიანი პირბადეების შესყიდვაზე 5 802 332 ლარი, ხოლო სამედიცინო კომბინიზონებზე 8 733 354 ლარი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს