დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა

უკვე დღეიდან ქართველ მკითხველს საშუალება ექნება ბოლო დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ - მეოთხე ტომს გაეცნოს. ამ ტომის თემა გახლავთ „ქართველები რუსეთში“. წაიკითხავთ ტრადიციულად საინტერესო ცნობებს იმ ქართველების შესახებ, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთს დაუკავშირდა. წიგნი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის. მისი სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მე-15 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა მოსკოვის მთავარ ივანე III-ს მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. მთავარმა თავი შორს დაიჭირა, მაგრამ მოგვიანებით საქართველოსა და რუსეთს, რომელიმე სამთავროსა და რუსეთს შორის მოლაპარაკები არაერთხელ შედგა, ბევრჯერ - ჩვენთვის არასასურველი პირობებითა და შედეგით.

სერიის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ამ ტომში იმ ქართველების შესახებ წაიკითხავთ, რომლებმაც რუსეთის ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. ტრადიციულად, ამ ტომშიც გელოდებათ უნიკალური ფოტომასალა, ქართული და უცხოური წყაროებით გამდიდრებული საინტერესო ინფორმაცია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 12 ტომს აერ­თი­ა­ნებს. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის გი­ორ­გი კა­ლან­დია მა­სა­ლას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. წიგნ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი და მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გამ­დიდ­რე­ბუ­ლია უიშ­ვი­ა­თე­სი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს