თამარ ტალიაშვილის ინიციატივას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე სარეზოლუციო ინიციატივის პრეზენტაცია წარადგინა. რეზოლუციის ინიციატივას თემაზე „ახალგაზრდობა და მედია“ კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, ევროსაბჭოს ქვეყნებსა და მსოფლიოს მასშტაბით თანამედროვე მედიაში ახალგაზრდების როლი შეიცვალა.

„თანამედროვე მედიაში პასიური როლიდან ახალგაზრდები წამყვანი აქტორების როლში გვევლინებიან. ახალგაზრდები იღებენ ინფორმაციას, და ამავდროულად აქტიურად თვითონ ქმნიან საინფორმაციო და კრეატიულ საინფორმაციო, მედია პროდუქტს.

პანდემიის პირობებში ახალგაზრდობამ თანამედროვე მედია ფიზიკური იზოლაციის უარყოფითი ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებისათვის კიდევ უფრო მეტად მიმართა - აზრის გამოხატვის, სოციალური ურთიერთობების შენარჩუნებისა და ახალი კავშირების დამყარების, შემეცნებითი, კრეატიული და საგანმანათლებლო აქტივობისათვის.

ამ პროცესების პარალელურად, კვლევების თანახმად, გაიზარდა თანამედროვე მედიის ნეგატიური ზეგავლენაც ახალგაზრდებზე. ემოციური ძალადობის, რადიკალიზაციის, დისკრიმინაციისა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების შემთხვევებისადმი ახალგაზრდები მოწყვლადი აღმოჩნდნენ“,-აცხადებს ტალიაშვილი.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, თანამედროვე მედიის გარდა მნიშვნელოვანია, ტრადიციულმა მედიამ შეასრულოს დადებითი ფუნქცია ახალგაზრდების გამოწვევებისა და იდეების აქტიური წარმოჩენის კუთხით.

„მაგალითად, ტელე-სკოლის მოდელები ამოქმედდა არა ერთ ქვეყანაში. საამაყოა, რომ საქართველო ერთერთი პირველი იყო ამ მიმართულებით“,-აცხადებს ტალიაშვილი.

ამასთან, შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა კოვიდ პანდემიის გავლენა განათლებასა და კულტურაზე ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. ასევე იმსჯელეს დღისწესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე სამეცნიერო კვლევითი პოლიტიკისა და გარემოს დაცვის ურთიერთქმედების შესახებ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო